სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 02/29 - 01
01.02.2022
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალისათვის მინიმალური სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის შესრულების მონიტორინგის კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალისათვის მინიმალური სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის შესრულების მონიტორინგის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი ლევან საბაური – ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
გ) ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე – დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;
დ) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;
ე) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
ი) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
კ) დავით მახვილაძე - კონსულტანტი.
წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე